ლევან სანიკიძე – ყველა საგამოძიებო მოქმედება, რომელიც გუშინ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში ჩატარდა, აბსოლუტურად უკანონო იყო

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც გუშინ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში ჩატარდა, აბსოლუტურად უკანონო იყო. ლევან სანიკიძე თანამებრძოლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
„გუშინ ჩვენმა ადვოკატებმა ხუთი ჩვენი თანამებრძოლი მოინახულეს. ხუთივეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც დაუმორჩილებლობას გულისხმობს. გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც გუშინ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში ჩატარდა, აბსოლუტურად უკანონო იყო. უგულებელყოფილი იყო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა ნორმა, არ მოხდა როგორც სასამართლოს და მოსამართლის განჩინების წარდგენა, ისე მოწმეების დასწრება. აქედან გამომდინარე, კანონიერ მოთხოვნაზე – დაუმორჩილებლობაზე საუბარი არის უბრალოდ სასაცილო. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი თანამებრძოლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი მალე თავისუფლები იქნებიან და გააგრძელებენ ბრძოლას ქართული სახელმწიფოს თავისუფლებისათვის“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?