ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე სიმონია: ზუგდიდის მერობის კანდიდატი, დათო კოდუა, ხალხს უმტკიცებს, ევროპა ცუდია... ამ დროს, მისი გერმანიაში მომუშავე დისგან 50 000 ლარს იღებს გზავნილის სახით

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
ოცნების დეპუტატი და ახლა უკვე ზუგდიდის მერობის კანდიდატი, დათო კოდუა, ხალხს უმტკიცებს, ევროპა ცუდია, მათგან არც დახმარება, არც რჩევები გვჭირდებაო. ამ დროს, მისი გერმანიაში მომუშავე დისგან 50 000 ლარს იღებს გზავნილის სახით.
არადა, რა ტრაგედიაც ზუგდიდში დატრიალდა, ის ევროპაში არასდროს მომხდარა - დენის გადასახადის, 50 ლარის უქონლობის გამო, გაჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახს დენი რომ ჩაუჭრეს და მერე ბავშვები სანთლისგან გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვნენ.
თავად ევროპაში აჩენენ და ასწავლიან შვილებს, იქ მკურნალობენ, გზავნილებს იღებენ და ჩვენ ამ უბედურებისთვის და ტანჯვისთვის გვიმეტებენ.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.