არქივი8 სექტემბერი, 2025, 15:12
სალომე სიმონია: ხმა მივცეთ უკეთეს ხვალინდელ დღეს, კალაძესო, ხალხს მოუწოდებს ლაშა ბასლანძე. მისთვის უკეთესი ხვალინდელი დღე არის, როცა იარაღით ხელში დარბის

სალომე სიმონია:
ხმა მივცეთ უკეთეს ხვალინდელ დღეს, კალაძესო, ხალხს მოუწოდებს ლაშა ბასლანძე.
მისთვის უკეთესი ხვალინდელი დღე არის, როცა იარაღით ხელში დარბის, ადამიანებს თავს ესხმის, მაგრამ რადგან ოცნების მაღალჩინოსნებთან მეგობრობს - არასდროს შეეხებიან.
ხალხისთვის კი, უკეთესი ხვალინდელი დღის ნაცვლად ასეთი რეალობაა:
მოსახლეობის 30% მათხოვრულ შემწეობას იღებს ან ითხოვს, ხოლო, პარლამენტარების 30% და მინისტრების 50% - ოფიციალური მილიონერია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.