ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე სიმონია: დღეს დაკავებული ჩინოვნიკის ზემდგომი პირი, ჯანდაცვის მინისტრი აზარაშვილი როცა თანამდებობაზე წარადგინეს, შეფასების კრიტერიუმი იყო: „ექიმების ოჯახში გაიზარდა“

სალომე სიმონია: დღეს დაკავებული ჩინოვნიკის ზემდგომი პირი, ჯანდაცვის მინისტრი აზარაშვილი როცა თანამდებობაზე წარადგინეს, შეფასების კრიტერიუმი იყო: „ექიმების ოჯახში გაიზარდა“
სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
მძიმე ბრალდებით დაკავებული ოცნების ჩინოვნიკი, ი. მხეიძე ჯერ დევნილთა სააგენტოს დირექტორი იყო, მაშინ როცა დევნილებს დღემდე 45 ლარიანი დახმარება აქვთ.
მაშინ, როცა დევნილები სააგენტოს წინ თავს ცოცხლად იწვავენ და უმეტესობას საცხოვრებელი არ აქვს მიღებული.
შემდეგ ეს პიროვნება ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსი გახდა და აღმოჩნდა, რომ თურმე სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ყოფილა ჩართული.
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის სქემა ჰქონიათ მოფიქრებული.
მაშინ როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი წამალს ვერ ყიდულობს და სათანადოდ ვერ მკურნალობს.
დღეს დაკავებული ჩინოვნიკის ზემდგომი პირი, ჯანდაცვის მინისტრი აზარაშვილი როცა თანამდებობაზე წარადგინეს, შეფასების კრიტერიუმი იყო: „ექიმების ოჯახში გაიზარდა“. ის ასევე, ივანიშვილის ქართუ ბანკის ყოფილი თანამშრომელი გახლდათ.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.