სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
● 3,3 მილიონი ლარის უძრავი ქონება.
● 1 მილიონი ლარი ანაბარზე.
● 522 387 ლარის 4 მანქანა.
● 38 000 ლარი ნაღდი ფულის სახით.
● 150 000 შემოსავალი კომპანიებიდან.
● 112 688 ხელფასი პარლამენტიდან.
● 1,1 მილიონად მიწის ნაკვეთი გაყიდა.
● 423 200 ₾ მანქანების გაყიდვიდან.
● 90 000 ₾ ნაკრების სტიპენდია/პენსია.
● 575 000 ₾ დაუბრუნდა ზეპირი შეთანხმებით გაცემული სესხიდან.
● 448 500 ლარის სესხი გასცა.
● მის ბიზნეს-პარტნიორს 60 000 ლარი აქვს ჩარიცხული ოცნებისთვის.
ეს ძალოსანი-დეპუტატისა და მისი მეუღლის დეკლარირებული ქონებაა.
სანამ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენი გახარიას პარტიის წევრზე უკნიდან მიპარვით იძალადებდა, მანამდე თავად გახარიასთან სიამაყით პოზირებდა.
ყველას და ყველაფერს აფუჭებს რეჟიმი, რასაც და ვისაც ეხება. მართლა სახელოვანი სპორტსმენებიც შეუძლია უბრალო, საკუთარ კეთილდღეობას ჩაბღაუჭებულ მოძალადეებად აქციოს.




