ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის, მხარდასაჭერად მისმა შვილებმა აქცია დღეს, 18:00 საათზე, გლდანის ციხესთან დაანონსეს

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის, მხარდასაჭერად მისმა შვილებმა აქცია დღეს, 18:00 საათზე, გლდანის ციხესთან დაანონსეს
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის, მხარდასაჭერად მისმა შვილებმა აქცია დღეს, 18:00 საათზე, გლდანის ციხესთან დაანონსეს.
“გიწვევთ სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქციაზე გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ.
სასურველია ექიმები მოვიდნენ თეთრი ხალათით.
ჩვენი შეკრება არის მხარდაჭერის გამოხატულება ადამიანის მიმართ, რომელსაც ახლა განსაკუთრებით სჭირდება საზოგადოების გვერდში დგომა. ასეთ დროს დუმილი არ არის გამოსავალი — სოლიდარობა არის ძალა, რომელიც გვაერთიანებს და გვახსენებს, რომ არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს მარტო უსამართლობის წინაშე.
სოლიდარობა და მხარდაჭერა გიორგი ჩახუნაშვილს!
📍 გლდანის ციხე
📅 26 ივნისი
🕕 18:00
გიორგის გვერდით დგომა დღეს ნიშნავს ერთმანეთის გვერდით დგომას”, -ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.