სალომე სიმონია: ანუ ე.ი. ცოტნე ივანიშვილი რა შეკრებებზეც დადის ხოლმე, ეგ და ვარლამ ლიპარტელიანი უვარგისები გამოდგნენ და მათ ფუნქციებსა და მოვალეობებს, აწი ჩვენ მივხედავთო
n.news.genews.ge-ის არქივი
სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
22 წლის ნია მჭედლიშვილმა, გივი, გიორგი ქართველიშვილმა და ლევან ყურაშვილმა დღეს დაარეგისტრირეს ორგანიზაცია: "ეროვნული თაობა".
სიმბოლურია, რომ იურიდიული მისამართი მოსკოვის გამზირია.
წესდებაში უწერიათ, საზოგადოების ცნობიერებას ავამაღლებთ - ენის, კულტურის, ისტორიის, რწმენის მიმართულებითო. განსაკუთრებული სწორება ახალგაზრდებზე აქვთ.
ანუ ე.ი. ცოტნე ივანიშვილი რა შეკრებებზეც დადის ხოლმე, ეგ და ვარლამ ლიპარტელიანი უვარგისები გამოდგნენ და მათ ფუნქციებსა და მოვალეობებს, აწი ჩვენ მივხედავთო.
ოღონდ: ძალადობით, მუშტით, კრივით, თავ-პირის დალეწვით და მუქარებითო.
ნიამ, გივიმ და ლევანმა, ჩვენს ახალგაზრდობას ესენი უნდა ასწავლონ და გაანათლონ:
„ქართული ენის, კულტურის, ისტორიის, ეროვნული თვითმყოფადობისა და მართლმადიდებლური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
საქართველოს ისტორიაში, კულტურაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სარწმუნოებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილის მქონე მოღვაწეთა მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის გაცნობა;
ახალგაზრდებში პატრიოტიზმის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ეროვნული თვითშეგნების, ისტორიისა და კულტურის ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა;
ოჯახური, კულტურული და ეროვნული ღირებულებების დაცვისა და განვითარების ხელშეწყობა საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;
მშვიდობიანი, კანონიერი და დემოკრატიული გზებით იმ ინიციატივებისა და პროცესების მხარდაჭერა, რომლებიც ემსახურება საქართველოს ეროვნული ინტერესების, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას;
მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის, მოხალისეობისა და საზოგადოებრივი თვითორგანიზების ხელშეწყობა ეროვნული, კულტურული და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით;
ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად სხვადასხვა საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი აქტივობის ორგანიზება;
თანამშრომლობა საქართველოსა და უცხოეთში მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომელთა საქმიანობა შეესაბამება ორგანიზაციის მიზნებს და ემსახურება საქართველოს ეროვნული, კულტურული და საზოგადოებრივი ინტერესების განვითარებას” - წერია წესდებაში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.