არქივი12 იანვარი, 2026, 23:10
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია - რეჟიმი პოზიციებს თმობს

საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია: მინისტრები (თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი) ციხეში არიან! ყოფილ პრემიერ-მინისტრ, თავდაცვის მინისტრ და შინაგან საქმეთა მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა! რეჟიმი პოზიციებს თმობს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.