– რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები?

რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი  სოციალურ ქსელში წერს, რომელიც სავარაუდოდ, მიემართება “ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო მიმდინარე პროცესებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ უზარმაზარი ძვრებია და „ორღობეში მომხდარ“ ამბებზე არ უნდა ვმსჯელობდეთ.

„დღეს, ელენე ხოშტარიას სჭირდება ჩვენი ყურადღებაც და სოლიდარობაც, განსაკუთრებით იმიტომ, რომ თავად არ ითხოვს ხელისუფლებად წოდებულთაგან წყალობას და სწორედ ამ და ასეთი შეუპოვრობით ელენე გახდა წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ძლიერი სახე, სინდისის პატიმრების, მზია ამაღლობელის და რუსთაველის მცვლელების გვერდით.

დღეს თბილისში ჩამოსულია ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დელეგაცია და მათ უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ელენეს, გიორგი ჩიკვაიძეს, მზიას, ანასტასია ზინოვკინას და სხვების ჯანმრთელობაზე და პატიმრობის პირობებზე.

დღეს საქართველოს მომავალი ასევე წყდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ: ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან დღეს და ხვალ და განიხილავენ ახალ დახმარებას უკრაინისათვის, რაზედაც გუშინ დიდმა შვიდეულმაც დააფიქსირა თავისი პოზიცია. ყველა ვხდებით, რომ იგებს და პუტინი ყოველდღიურად სუსტდება ბრძოლის ველზე, საკუთარ ქვეყანაში და საერთაშორისო არენაზე.

ხვალ ხელი მოეწერება ამერიკის და ირანის მემორანდუმს და მთელი მსოფლიოს ყურადღება გადატანილ იქნება ამ შეთანხმების შინაარსის დეტალურ განხილვაზე.

ამ ორ უმნიშვნელოვანეს საკითხთა მიღმა უცნობია ევროპული საბჭო რამდენად მოიცლის საქართველოს საკითხის განსახილველად, რაზედაც ევროპარლამენტის რეზოლუცია მიუთითებს.

თუმცა ნიშნები გაჩნდა, რომ რეჟიმს ეშინია: მხოლოდ რუსეთის იმედზე ყოფნაც აღარაა სანუგეშო. უნგრეთის ფაქტორის მოხსნის შემდეგ კი ევროპული ქმედითი გადაწყვეტილებების შიში გაუჩნდა.

ამიტომ ვიხილეთ ეს მორცხვი ნაბიჯები ბოლო დროს: ლუქსემბურგიო, სამხარაძეო, ხათუნა თორთლაძეო… ამ დროს ევროკავშირს საკუთარი პირობები უკვე დაყენებული აქვს, დიალოგის აღდგენაზე თუ ფიქრობთო. ამერიკის მხრიდანაც იგივე გვითხრა რუბიომ!

მოკლედ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ უზარმაზარი ძვრებია და ჩვენ ამის გარჩევის, გაგებისა და ჩვენი სტრატეგიის ჩამოყალიბების მაგივრად ვმსჯელობთ სადღაც ორღობეში მომხდარზე!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად