ორბელიანების სასახლეში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ხვდება

პრეზიდენტი, ორბელიანების სასახლეში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიორგი ვაშაძეს და სოფო ჯაფარიძეს ხვდება. როგორც გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეხვედრის საუბრის თემა მისთვის უცნობია. რაც შეეხება ე.წ. სახალხო პარლამენტის შექმნაზე საუბარს, გიორგი ვაშაძის თქმით, ამ საკითხზე ოპოზიციაში იყო მსჯელობა, თუმცა ვარაუდობს, რომ პრეზიდენტთან დღევანდელი საუბრის მთავარი თემა ეს არ იქნება.
„არ ვიცი რას ეხება ეს შეხვედრა. რაც შეეხება კონკრეტულად “სახალხო პარლამენტის” შექმნის ინიციატივას, ჩვენ საუბარი გვქონდა. რა ერქმევა კონკრეტულად ამ ინიციატივას, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ კიდევ. ამაზე გვქონდა საუბარი, თუმცა არ მგონია, რომ დღევანდელი შეხვედრა ამ საკითხს ეხებოდეს. ზოგადად, ორგანიზაციულ, კოორდინაციულ ფორმატზე საუბარი გვქონდა, მაგრამ რა ერქმევა არ ვიცი. არ მგონია სერიოზული იყოს “სახალხო პარლამენტის” პირველ, მეორე და მესამე პუნქტზე ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი. როგორც ვიცი, ეს შეხვედრა ამ საკითხს საერთოდ არ ეხება”, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ორბელიანების სასახლეში მოლაპარაკებები გამართეს კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს