საქართველოს პრეზიდენტი დღეს განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ორბელიანების სასახლეში, 20:00 საათზე, განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
დღეს, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)