სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს ნიკა გვარამიას და ელენე ხოშტარიას ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს ნიკა გვარამიას და ელენე ხოშტარიას ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მანამდე, სალომე ზურაბიშვილი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს შეხვდა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ მედიასთან განაცხადა, პრეზიდენტთან „სახალხო პარლამენტის“ შექმნის იდეა განიხილეს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში პროტესტის გარდა, შეიქმნას სივრცე, სადაც საზოგადოება დაინახავს, რომ ერთობლივად უამრავი საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია. ხაზარაძის განცხადებით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მათ შორის, სხვადასხვა ფორმით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო