მიუნხენში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი , რომელიც მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება, პლატფორმა X-ზე წერს, რომ შეხვდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და მასთან ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ევროკავშირის მხრიდან გადასადგმელ საჭირო ნაბიჯებზე.
„პროდუქტიული საუბარი მქონდა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის თაობაზე. განვიხილეთ დამატებით ნაბიჯებზე, რომლებიც შესაძლოა გადაიდგას როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე. ხაზი გავუსვი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.
14 თებერვალს, სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პანელურ დისკუსიაში, “საქართველო ყურადღების ცენტრში”. მან იქ განაცხადა, რომ დასავლეთის რეაქცია ბოლო დროს, საქართველოში განვითარებული პროცესების მიმართ “არასაკმარისია”.
დისკუსიაზე, სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე, ნატოსა და ევროკავშირის შეწყვეტილ პროექტებზე საქართველოში და განაცხადა, რომ ის რაც საქართველოში ხდება, დასავლეთისთვის “მეტია, ვიდრე ქართული პოლიტიკა”.
2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში “ქართული ოცნების” მთავრობა არ მონაწილეობს.
კონფერენცია 14 თებერვალს გაიხსნა და 16 თებერვლამდე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება, ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით…

ირაკლი კირცხალია – მსჯელობის პროცესში ყველაზე კომპეტენტურ აზრს სწორედ ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს – პრემიერი ხაზს უსვამს მის ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს