ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი ევროპის ქვეყნების პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ევროპის ქვეყნების პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში ევროპის ქვეყნების პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა.
კერძოდ, პრესსამსახურის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა: იტალიის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლია კვარტაპელთან, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცეპრეზიდენტ ჟიგიმანტას პავილიონისთან, ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონთან, ჩეხეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერთან, ლატვიელ ევროპარლამენტარ რიჰარდს კოლსთან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.