სალომე ზურაბიშვილი: მაინინგების მთავარი მფლობელი ივანიშვილია – ცდილობენ დანარჩენები მოსპონ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Facebook Live-ში, სადაც მოქალაქეებს კითხვებზე პასუხობს, სვანეთში კრიპტომაინინგის ფერმებზე ისაუბრა.

​მისი თქმით, მაინინგის მთავარი მფლობელი ბიძინა ივანიშვილია და “ქართული ოცნება” სხვებს ხსნის ამ სივრციდან.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მაინინგის თმის ამოწევით “ოცნება” საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს.

ჯერ ერთი [იმიტომ დასჭირდათ], რომ აქვთ ეს ტაქტიკა მუდმივი, რომ სხვადასხვა თემებით გადაიტანონ ყურადღება ერთი თემიდან მეორეზე, საზოგადოებისთვის ძალიან ძნელი ხდება, რომ რომელიმე საკითხზე კონცენტრაცია მოახდინოს და რომელიმე საკითხი კარგად შეისწავლოს და კარგად შეუტიოს რეჟიმს ამ საკითხზე, ეს არის დამაბრუებელი და მე მგონი, რომ ერთის მხრივ, ეს ეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, ზოგადად მთლიანად საზოგადოებას. ყველა ის თემა, რომელიც შეიძლება აღელვებდეს საზოგადოებას, იმას ამოწევენ ერთ მომენტში, მერე ჩაწევენ, მერე სხვას ამოწევენ და ვართ ამ ტრავოლტას მდგომარეობაში. 

სხვა არის ის, რომ რადგანაც იციან, ეს თემა ძალიან გავრცელებულია და ყველამ იცის, რომ თუნდაც დენის ფასის მომატება და ძალიან ძვირი ელექტრო დენია, რაც არის საქართველოში, დიდად დაკავშირებულია ამ მაინინგთან და რეალურად მოსახლეობა იხდის იმას, რომ უფასოდ აქვთ ეს ძალიან მომგებიანი ბიზნესი. 

ამიტომ, ვითომც, როგორც კორუფციასთან ბრძოლა არის ვითომც, აქაც არის ვითომც მოწესრიგება ამ საკითხის. მაგრამ რეალურად მთავარი მფლობელი ვინც არის ამ მაინინგების და ვინც არის ბიძინა ივანიშვილი, მას ეს ყველაფერი არ ეხება, ასე, რომ რამოდენიმე, პატარ-პატარას მოსპობენ, მოხსნიან ამ სივრციდან და დაიტოვებენ მთავარ ამ მაინინგს, ვითომ მოაწესრიგეს ეს საკითხი და ვითომ აღარ არის ის პრობლემა, რომ მაინინგის გამო ჩვენ ძალიან ძვირად ვიღებთ ელექტრო ენერგიას,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …