– სომხეთმა მტკიცედ აირჩია თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი

სომხეთმა მტკიცედ აირჩია თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი , – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი,  სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება სომხეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.

სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში მილოცვის ტექსტი მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა სომხეთის მმართველი პარტიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების შესახებ.

„გულითადად ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს! დღეს სომხეთმა მტკიცედ აირჩია თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი. ეს ისტორიული არჩევანი აძლიერებს დემოკრატიას და ამყარებს ჩვენი რეგიონის ადგილს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში. ქართველი ხალხი სრულ სოლიდარობას გიცხადებთ!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

სომხეთში საარჩევნო უბნები დაიხურა. არჩევნების შედეგების გამოცხადებას სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია შუაღამით დაიწყებს.

ინფორმაციისთვის, სომხეთში დღეს ოფიციალური ეგზიტპოლი არ ჩატარებულა.

სომხეთში საპარლამენტო ჩატარდა, რომელშიც 18 პოლიტიკური ძალა მონაწილეობს – 2 ბლოკი და 16 პარტია. ხმის მიცემის უფლება სულ 2,485,851 მოქალაქეს აქვს. სომხეთის პარლამენტი პროპორციული სისტემით, ანუ მხოლოდ პარტიული სიებით ირჩევა. სომხეთის ეროვნული ასამბლეის მე-9 მოწვევის ადგილებისთვის თვრამეტი პოლიტიკური ძალა – 16 პარტია და 2 პარტიული ბლოკი იბრძვის. პარლამენტში მოსახვედრად ბარიერი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიული ბლოკებისთვის – 8

ასევე დაგაინტერესებთ