სალომე ზურაბიშვილი – ვწუხვარ, რომ ამ დღეებში დელიმიტაციის ხაზი გადაკეტილი იქნება, მაგრამ ჩვენი ევროპული გზა არის მათი ევროპული გზა

ვწუხვარ, რომ ამ დღეებში დელიმიტაციის ხაზი გადაკეტილი იქნება, მაგრამ ჩვენი ევროპული გზა არის მათი ევროპული გზა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ რა არის მისი გზავნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისადმი.
პრეზიდენტმა მათი მისამართით განაცხადა, რომ „ევროპული გზა ჯერ დაგვაახლოებს, შემდეგ ერთად მიგვიყვანს მშვიდობიან სივრცეში“.
„უპირველესად, გზავნილი იქნება ის, რომ ვწუხვარ, რომ ამ დღეებში დელიმიტაციის ხაზი გადაკეტილი იქნება და მათ, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, არ ექნებათ საშუალება, რომ მოვიდნენ და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.
მაგრამ მე გავიმეორებ იმას, რასაც რამდენიმე წელია უკვე ვეუბნები, რომ ჩვენი ევროპული გზა არის მათი ევროპული გზა და ეს არის ყველაზე ნაღდი ევროპული გზა, რომელიც ჯერ დაგვაახლოებს, შემდეგ კი მიგვიყვანს ერთად იმ სივრცეში, რომელიც მშვიდობიანი სივრცეა და სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზებს ადგილი არ აქვს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში