სალომე ზურაბიშვილი – რისკების დაზღვევის მექანიზმი ჩვენ ვართ, ევროპელ ლიდერებთან ამაზე დიდად საუბარი არ იყო – არ არის აუცილებელი ველოდოთ ყველაფერში, რომ ვიღაც სხვა გადაგვიწყვეტს, გადააზღვევს ჩვენს საფრთხეებს, ჩვენი არჩევანი ჩვენი არჩევანია

რისკების დაზღვევის მექანიზმი ჩვენ ვართ – ჩვენ ვართ მთავარი დამცველები ჩვენი გზისა და მომავლის, არ არის აუცილებელი ყველაფერში ჩვენ ველოდოთ, რომ ვიღაც სხვა გადაგვიწყვეტს, გადააზღვევს ჩვენს საფრთხეებს, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსისა“ და „რადიო პალიტრის“ ჟურნალისტს კითხვაზე, იყო თუ არა სალომე ზურაბიშვილსა და ევროპელ ლიდერებს შორის საუბრის ერთ-ერთი თემა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საფრთხეების არსებობის შემთხვევაში, გადაზღვევის მექანიზმებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, რუსეთს მოლდოვაში ჩატარებული რეფერენდუმის თავის სასიკეთოდ გადაკეთება სურდა, თუმცა აქვე აცხადებს, რომ იგივე გავლენები და ბერკეტები რუსეთს საქართველოში არ აქვს.
„რისკების დაზღვევის მექანიზმი ჩვენ ვართ, ევროპელ ლიდერებთან ამაზე დიდად საუბარი არ იყო. რუსეთმა მისთვის ბევრად იოლ პირობებში ვერ შეძლო თავისი ჩარევით, მოლდოვის რეფერენდუმის თავის სასარგებლოდ გადაკეთება, საქართველოში რუსეთს ბერკეტები და გავლენები არ აქვს, რაც შეეძლო მოლდოვის შემთხვევაში გამოეყენებინა, ასე რომ, ჩვენ ვართ მთავარი დამცველები ჩვენი გზისა და მომავლის, არ არის აუცილებელი ყველაფერში ჩვენ ველოდოთ, რომ ვიღაც სხვა გადაგვიწყვეტს, გადააზღვევს ჩვენს საფრთხეებს. ჩვენი არჩევანი ჩვენი არჩევანია“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში