ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - მე წარვადგენ პრემიერობის კანდიდატს, ვნახავთ, რაზე და როდის შევთანხმდებით - რთული იქნება, საუბრები იქნება, ესაა დემოკრატია, ადვილი არაფერი არ არის დემოკრატიაში, ბევრად ადვილია ერთი კაცის და ერთპარტიული მმართველობა

სალომე ზურაბიშვილი - მე წარვადგენ პრემიერობის კანდიდატს, ვნახავთ, რაზე და როდის შევთანხმდებით - რთული იქნება, საუბრები იქნება, ესაა დემოკრატია, ადვილი არაფერი არ არის დემოკრატიაში, ბევრად ადვილია ერთი კაცის და ერთპარტიული მმართველობა

არსებობს საკონსტიტუციო ვადები, რა ვადებშიც წარდგენილი უნდა იყოს პრემიერი და მისი მთავრობა, ამას უნდა დავემორჩილოთ. რთული იქნება, საუბრები იქნება, ესაა დემოკრატია, ადვილი არაფერი არ არის დემოკრატიაში , - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, მან ოპოზიციური პარტიების შეხედულებები გაითვალისწინა, არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით.
„ქარტია ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტი წარადგენს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ დემოკრატია ის არის, რომ ჩვენ ერთმანეთი გავითვალისწინოთ. მე გავითვალისწინე, ამ შემთხვევაში ოთხივე პარტიის შეხედულება, რომ ეს საკითხი ჯობდა არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილიყო. ამაზე გვექნება საუბარი, მე წარვადგენ ჩემს კანდიდატს, ვნახავთ, რაზე და როდის შევთანხმდებით.
არსებობს საკონსტიტუციო ვადები, რომელ ვადებშიც წარდგენილი უნდა იყოს პრემიერი და მისი მთავრობა და ამას უნდა დავემორჩილოთ. რთული იქნება, საუბრები იქნება, ესაა დემოკრატია, ადვილი არაფერი არ არის დემოკრატიაში, ბევრად უფრო ადვილია ერთი კაცის და ერთპარტიული მმართველობა, მაგრამ ეს არ არის ის რაც საზოგადოებისთვის ყველაზე მარტივი და მისაღებია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.