ბალტიის ქვეყნების ევროპის ელექტროგადამცემ ქსელზე შეერთებაზე – მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნამდვილი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისკენ

მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნამდვილი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისკენ, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, პლატფორმა X-ზე ბალტიის ქვეყნების – ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთის კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელზე შეერთებას.
სალომე ზურაბიშვილი ულოცავს ბალტიის ქვეყნებს „ღირსშესანიშნავ მომენტს“.
“ვულოცავ ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს ღირსშესანიშნავ მომენტს. თქვენ გამოეთიშეთ რუსულ ელექტროენერგიას და მთლიანად ინტეგრირდით ევროპულ ქსელში. მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნამდვილი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისკენ”, – წერს ზურაბიშვილი.
ბალტიის ქვეყნები, ლიეტუვა, ლატვია და კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელს შეუერთდნენ. შეგახსენებთ, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ თავიანთი ელექტროსისტემები რუსეთის ელექტროქსელიდან 8 თებერვალს გათიშეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა