არქივი25 ნოემბერი 2023, 11:56
სალომე ზურაბიშვილი გორში ჩავიდა – დეტალები
“მთავარი არხის” ინფორმაციით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შიდა ქართლში იმყოფება და გორში შეხვედრებს გამართავს. ზურაბიშვილის მიზანი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებაა. თუმცა, ის ჯერჯერობით არ გამოჩენილა სახელოვნებო დარბაზში, სადაც მას ახალგაზრდები ელოდებიან.
საგამოფენო სივრციდან პრეზიდენტი გადაინაცვლებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდება. ის უპასუხებს მოქალაქეების შეკითხვებსაც.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.