სალომე ზურაბიშვილი – ვისაც შევიწყალებ, ნახავთ!

მე აქ, არც სტალინზე და არც სააკაშვილზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გორში, ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბერს გამართულ აქციებზე განაცხადა, რომ ეს აქციები რუსეთის მიერ იყო მართული.
„მიხეილ სააკაშვილზე სალაპარაკოდ არ ვარ მოსული. მე აქ, არც სტალინზე და არც სააკაშვილზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ. 7 ნოემბერს [აქციებში] მეც ვმონაწილეობდი და ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა. ამაზე მე, სხვა არაფერი მაქვს სათქმელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მისცემს თუ არა სასამართლოს ჩვენებას 7 ნოემბრის საქმეზე?- ზურაბიშვილმა ასე უპასუხა: „შეიძლება, რომ ამდენი წლის მერე, 2012 წლის მერე დაივიწყოთ თქვენ სააკაშვილი?“
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, შეიწყალებს, თუ არა მარტის აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს.
„მე აქ არავის შეწყალებაზე არასდროს ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვპასუხობ. ვისაც შევიწყალებ ნახავთ, როდესაც იქნება შეწყალების სიები!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ