ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი გორში ჩავიდა | პრეზიდენტი EU-ს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ხელმოწერებს აგროვებს

"მთავარი არხის" ინფორმაციით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შიდა ქართლში იმყოფება - სახელმწიფოს მეთაური გორში შეხვედრებს გამართავს. ზურაბიშვილის ნაომარ ქალაქში ჩასვლის მიზანი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებაა. თუმცა, ის ჯერჯერობით არ გამოჩენილა სახელოვნებო დარბაზში, სადაც მას ახალგაზრდები ელოდებიან.
საგამოფენო სივრციდან პრეზიდენტი გადაინაცვლებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდება. ის უპასუხებს მოქალაქეების შეკითხვებსაც.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.