არქივი19 დეკემბერი, 2024, 20:27
სალომე ზურაბიშვილი - ახალი წელი იქნება გამარჯვების, მშვიდობისა და თავისუფლების წელი - შევხდეთ ერთად!

ახალი წელი იქნება გამარჯვების, მშვიდობისა და თავისუფლების წელი. შევხდეთ ერთად! , - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ დაანონსებულ საახალწლო პროტესტთან დაკავშრებულ აქტივობას.
სოციალურ ქსელში მოქალაქეების ორგანიზებით, 31 დეკემბერს 23:00 საათზე „ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამეს“ იგეგმება.
მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აპირებენ შეიკრიბებიან.
„ამ ქვეყანაში მხოლოდ ჩვენ ვართ ლეგიტიმური - ქართველი ხალხი“, - წერია ღონისძიების აღწერაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.