არქივი22 დეკემბერი, 2024, 16:50
სალომე ზურაბიშვილი - იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!

ვერც ხორუმში ჩავერთე, ვერც ვიმღერე თქვენთან ერთად… თუმცა იქ ვარ, სადაც ხართ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პრეზიდენტი განმარტავს, გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო.
“კახელებს (ასევე, მეგრელებს, გურულებს, იმერლებს, აჭარლებს, ქართლელებს…) ვერ ვუერთდები, ვერც ხორუმში ჩავერთე, ვერც ვიმღერე თქვენთან ერთად … თუმცა იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!,- წერს ზურაბიშვილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.