ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად, 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად დავაფიქსიროთ, რომ არჩევნების გარეშე არაფერი იქნება

სალომე ზურაბიშვილი - მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად, 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად დავაფიქსიროთ, რომ არჩევნების გარეშე არაფერი იქნება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხვალ პარლამენტთან აქციას შეუერთდება და სიტყვით გამოვა.
როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ყველამ ერთად კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსირონ, რომ ახალი არჩევნები მთელი ქვეყნის მოთხოვნაა.
“სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამისთვის მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად. 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად - არა მხოლოდ მათ, ვინც აქ არიან და მუშაობენ, არამედ იმ ადამიანებთან ერთადაც, ვინც სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა ადგილზე მართავს პროტესტს და ვინც ეს პროტესტი საზღვრების გარეთ გაიტანა, დავაფიქსიროთ, რომ არჩევნების გარეშე არაფერი იქნება და რომ ეს მთელი ქვეყნის მოთხოვნაა. ასე რომ, ხვალ დარწმუნებული ვარ, იმაზე უფრო მეტნი ვიქნებით, ვიდრე ყოველდღიურად ვართ”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.