ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საკრუიზო გემის სამი მგზავრი, სავარაუდოდ, ჰანტავირუსის შედეგად გარდაიცვალა

საკრუიზო გემის სამი მგზავრი, სავარაუდოდ, ჰანტავირუსის შედეგად გარდაიცვალა

ატლანტის ოკეანეში მცურავ საკრუიზო გემზე, ჰანტავირუსის სავარაუდო გავრცელების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, - ინფორაციას BBC-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე (WHO) დაყრდობით ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, გემზე ვირუსის ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, კიდევ ხუთი საეჭვო შემთხვევის გამოძიება კი მიმდინარეობს.

დაღუპულებიდან ორი ნიდერლანდების, ერთი კი ბრიტანეთის მოქალაქეა.

გემი, რომელზეც 150-მდე მგზავრი იმყოფებოდა, არგენტინიდან კაბო-ვერდესკენ დაახლოებით სამი კვირის წინ გაემგზავრა.

ჰანტავირუსი, ძირითადად, მღრღნელების საშუალებით ვრცელდება. მან შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული დაავადება ფატალური შედეგით.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.