ჯაფარიძე ძალოვნების დაკავებაზე: სავარაუდოდ, ცდილობენ, ამერიკელებს მიჰყიდონ, რომ ვითომ, აი მოძალადეები დავსაჯეთ

სავარაუდოდ, ცდილობენ, ამერიკელებს მიჰყიდონ, რომ ვითომ, აი მოძალადეები დავსაჯეთ – ასე ეხმაურეაბ კოალციაი “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლდიერი, ზურა ჯაფარიძე პროკურატურის გამოძიებას, რომლის თანახმადაც ლევან ხაბეიშვილზე, ზვიად მაისაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით სამი ყოფილი, ერთი მოქმედი სეპცრაზმელი და ასევე -ს დაცვის თანამშრომელია დაკავებული.

ჯაფარიძის თქმით, ეს საჩვენებელი დაკავება კავშირიში ამერიკელების ვიზიტთან.

ოპოზიციონერი ამბობს, რომ მარტო 5 ძალოვანის დაკავება საქმის გამოძიებას არ ნიშნავს – “მარტო მე და ნიკა მოსიაშვილს გვირტყამდა 20-მდე სპეცრაზმელი 19 კამერის წინ, თავი რომ დავანებოთ, რომ ჩემს ძმას ურტყამდა 6 კაცი რკინის ხელკეტებით”.

მე მგონია, რომ ცალსახად ეს არის კავშირში ამ ვიზიტთან. სავარაუდოდ, ცდილობენ, რომ მიჰყიდონ ამერიკელებს, რომ ვითომ, აი მოძალადეები დავსაჯეთ.  მარტო მე და ნიკა მოსიაშვილს გვირტყამდა 20-მდე სპეცრაზმელი 19 კამერის წინ, თავი რომ დავანებოთ, რომ ჩემს ძმას ურტყამდა 6 კაცი რკინის ხელკეტებით. ასევე ჩელე ყურუას ურტყამდა 6 კაცი რკინის ხელკეტებით. ხაბეიშვილზე ერთი კაცი რომ დაიჭირეს, რა ერთმა კაცმა სცემა ხაბეიშვილი? ვინმეს სჯერა მაგისი? დათო ქაცარავა რომ სცემეს,  ის სპეცრაზმელი ვერ აღმოაჩინეს? შემიძლია ვიდგე და ერთი საათი ჩამოვთვალო ძალადობის შემთხვევები – ცალკე შავებში მყოფი ადამიანების და ცალკე ტიტუშკების. სად არის ეს ხალხი? გასაგებია, რომ ეს არის ჩვეულებრივი პრ ამბავი, რომ ვითომ ახლა მოძალადეების დასჯა დაიწყეს. დასაჯეს ისინი, ორი ისედაც სხვა საქმეზე დაჭერილი გვყავდაო და სამი პრაქტიკულად სისტემიდან გაწეულები იყვნენ, იქ აღარ იყვნენ, სადაც მანამდე იყვნენო”, – აცხადებს ზურა ჯაფარიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს