ისტორიაში პირველად, ბავშვობაში აღებული სათესლე ქსოვილიდან ნაყოფიერი სპერმატოზოიდები მიიღეს

მეცნიერებაSci-Techჯანმრთელობამედიცინაადამიანი
ისტორიაში პირველად, ბავშვობაში აღებული სათესლე ქსოვილიდან ნაყოფიერი სპერმატოზოიდები მიიღეს
ფოტო: Vub.be
ქიმიოთერაპიამ და სხივურმა თერაპიამ მთელ მსოფლიოში მილიონობით ბავშვის სიცოცხლე იხსნა. მეორე მხრივ, ეს ინტენსიური თერაპიები ახალგაზრდა პაციენტებს უშვილობის მნიშვნელოვან რისკს უქმნის.
ბავშვობაში გონადოტოქსიკური მკურნალობის, მაგალითად, ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის მიმღები ბიჭების დაახლოებით მესამედი სქესობრივი მომწიფების შემდეგ აზოოსპერმიულად ითვლება. ეს ნიშნავს, რომ მათ ეაკულატში სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდები არ არის.
და, აი, ახლა, მსოფლიოში პირველად, ბრიუსელის უნივერსიტეტის საავადმყოფოსა და ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის (VUB) სამედიცინო გუნდი აცხადებს, რომ ერთ-ერთ ასეთ პაციენტს სიცოცხლისუნარიანი სპერმის წარმოება აღუდგინეს.
მკვლევართა ჯგუფი განმარტავს, თუ როგორ უმკურნალეს პაციენტს, რომელსაც სიცოცხლისუნარიანი სპერმა არ ჰქონდა, მისივე ბავშვობის სათესლე ჯირკვლის ქსოვილის ნიმუშის ზრდასრულ სათესლე ჯირკვალში ხელახლა გადანერგვით.
პაციენტი ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიით დაიბადა — მემკვიდრეობითი სისხლის დაავადებით, რომლის მართვაც ლეიკემიის ერთ-ერთი სახეობის მსგავსად შესაძლებელია დონორი ძვლის ტვინითა და ქიმიოთერაპიის მცირე დოზებით.
2008 წელს, მკურნალობის დაწყებამდე, პაციენტის ერთ-ერთი სათესლე ჯირკვლი ამოიღეს და გაყინეს, რათა მომავალში მისი გამოყენება შესაძლებელი ყოფილიყო.
2022 წელს, პაციენტმა ბრიუსელის VUB-ის ინვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტს მიმართა. მას სურდა, რომ შვილი ჰყოლოდა. აღმოჩნდა, რომ მის დარჩენილ სათესლე ჯირკვალში სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდი არ იყო. მან ბავშვობაში გაყინული სათესლე ჯირკვლის ტრანსპლანტაცია მოითხოვა.
2025 წელს, კლინიკური კვლევის ფარგლებში, პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია, რა დროსაც სათესლე ჯირკვალში ოთხი ქსოვილოვანი ნაწილი შეიყვანეს. ასევე, ოთხი ნაწილი გადანერგეს მის სათესლე პარკშიც; ერთი წლის შემდეგ, პაციენტი სიცოცხლისუნარიან და მოძრავ სპერმატოზოიდებს წარმოქმნის.
ფოტო: medRxiv
სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდები მხოლოდ სათესლე ჯირკვლის იმ ნაწილებშია მოთავსებული, რომლებიც გადანერგილ ნაწილებს შეიცავს და ისინი პაციენტის სათესლე სადინარს არ უკავშირდება. ეს ნიშნავს, რომ სპერმატოზოიდები, სავარაუდოდ, მის სპერმამდე ვერ აღწევენ.
თუ პაციენტს შვილის ყოლა სურს, მას სავარაუდოდ დასჭირდება სპეციალური მკურნალობის კურსის გავლა, რა დროსაც ლაბორატორიულ პირობებში სპერმატოზოიდებსა და კვერცხუჯრედებს დააკავშირებენ. ეს ნიშნავს, რომ მშობლად გახდომის შესაძლებლობა არსებობს იქ, სადაც ადრე ეს არ იყო შესაძლებელი.
მიუხედავად იმისა, რომ პროცედურის ეფექტიანობის საბოლოოდ დასამტკიცებლად ერთი პაციენტი საკმარისი არ არის, ეს შემთხვევა იმედს იძლევა, რომ გაყინული ჩანასახოვანი უჯრედები გაუძლებს გაყინვას, გალღობასა და გადანერგვას.
პაციენტის კრიოკონსერვირებულ, მოუმწიფებელ სათესლე ჯირკვლების ქსოვილში სპერმის უჯრედები (SSC) ძალიან დაბალი რაოდენობით იყო, თუმცა უჯრედების ეს მცირე ნაწილიც კი საკმარისი აღმოჩნდა ხელახალი ტრანსპლანტაციის შემდეგ სპერმის წარმოების დასაწყებად.
უცნობია, ძლებს თუ არა ეს ტრანსპლანტატები ერთ წელზე დიდხანს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ მათ, შესაძლოა, ხანმოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობა გააჩნდეთ.
შემდეგ ჩნდება შეკითხვა — შეუძლია თუ არა ამ სპერმას ჯანმრთელი ბავშვების გაჩენა.
მკვლევრები ამბობენ, რომ ბოლო სიახლე ამისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია. ისინი პაციენტს შემდგომშიც დააკვირდებიან. ერთი რამ ფაქტია, მილიონობით ადამიანისთვის ახალი იმედი გაჩნდა, იმედი იმისა, რომ მათ შვილის ყოლა შეეძლებათ.
კვლევას შეგიძლიათ Medrxiv-ზე გაეცნოთ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა კლიტორის სრული ნერვული ქსელი 3D-ში ასახეს12119 ნახვა
კვლევის თანახმად, მარსამდე მისასვლელად უფრო მოკლე გზაც არსებობს4918 ნახვა
ბოლო 100 წელიწადში ადამიანის თავის ქალა მნიშვნელოვნად შეიცვალა1165 ნახვა
შესაძლოა, ამ ზაფხულს მთვარეს ილონ მასკის რაკეტა შეეჯახოს1028 ნახვა
როგორ იწმინდება მთის მდინარე თავისით — დინების, ქვებისა და ჟანგბადის უხილავი მექანიზმი942 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ადამიანი
რა ვიცით ჰანტავირუსზე, რომლითაც საკრუიზო გემზე სამი ადამიანი დაიღუპა
რა ვიცით ჰანტავირუსზე, რომლითაც საკრუიზო გემზე სამი ადამიანი დაიღუპა
გადახედვა

შესაძლოა, ხელოვნურმა ინტელექტმა მათემატიკის 60-წლიანი ჰიპოთეზა დაამტკიცა
შესაძლოა, ხელოვნურმა ინტელექტმა მათემატიკის 60-წლიანი ჰიპოთეზა დაამტკიცა
გადახედვა
ადამიანი
რატომ გადაშენდნენ ნეანდერტალელები — მეცნიერებმა ნაკლებად ცნობილი ფაქტორი დაასახელეს
რატომ გადაშენდნენ ნეანდერტალელები — მეცნიერებმა ნაკლებად ცნობილი ფაქტორი დაასახელეს
გადახედვა
კოსმოსი
ისტორიაში პირველად, ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ზედაპირი პირდაპირ შეისწავლა
ისტორიაში პირველად, ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ზედაპირი პირდაპირ შეისწავლა
Sci-Tech
“ჰაკერი” თუ ციფრული სამყაროს არქიტექტორი?
“ჰაკერი” თუ ციფრული სამყაროს არქიტექტორი?
გადახედვა
კოსმოსი
მთვარის პროგრამის მისია Artemis 3 დაგეგმილზე გვიან განხორციელდება
მთვარის პროგრამის მისია Artemis 3 დაგეგმილზე გვიან განხორციელდება
გადახედვა
კოსმოსი
ასტრონომებმა 10 000 ახალი შესაძლო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
ასტრონომებმა 10 000 ახალი შესაძლო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
გადახედვა
ჭკვიანი მოწყობილობები
შექმნეს ყურსასმენი, რომელიც მომხმარებლის ტვინის სიგნალებს კითხულობს
შექმნეს ყურსასმენი, რომელიც მომხმარებლის ტვინის სიგნალებს კითხულობს
მეცნიერება
სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ილიაუნიში
სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ილიაუნიში
გადახედვა

როცა “რობოტი” ადამიანს გვირჩევნია: მეცნიერებმა ჩატბოტებზე “ადიქციის” ფენომენი გამოიკვლიეს
როცა “რობოტი” ადამიანს გვირჩევნია: მეცნიერებმა ჩატბოტებზე “ადიქციის” ფენომენი გამოიკვლიეს