ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან მიმდინარე აქციას არქიტექტორები შეუერთდნენ

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან მიმდინარე აქციას არქიტექტორები შეუერთდნენ

თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლების აქციას, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარეობს, არქიტექტორები შეუერთდნენ.
არქიტექტორები თავდაპირველად თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც „პირველ არხთან“ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. მათ გაშლილი აქვთ ბანერი - "არქიტექტორები სოლიდარობისთვის".
მათი თქმით, ეს არის სოლიდარობის აქცია და კოლეგებს აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ.
ადგილზე ამ წუთებში, იმყოფებიან არქიტექტორები, მსახიობები და მოქალაქეები.
აქციის პარალელურად, დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პირველი არხის შესასვლელში არიან განლაგებულები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.