არქივი14 დეკემბერი, 2024, 17:07
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას მთამსვლელები, მოთხილამურეები, სპორტსმენები, მათ შორის ჩოგბურთელები შეუერთდნენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას მთამსვლელები, მოთხილამურეები, სპორტსმენები, მათ შორის ჩოგბურთელები შეუერთდნენ. მათ ხელში უჭირავთ ბანერი წარწერით „მთა თავისუფლებისთვის - დავდგეთ ერთად ჩვენი მომავლის დასაცავად“.
მათ რუსთაველზე შეკრებილი აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ.
სკანდირებენ „საქართველო, საქართველო“.
მომიტინგეებს ანთებული აქვთ ფარნები, ასევე ხელში უჭირავთ საქართველოს დროშები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.