რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით სხვადასხვა რელიგიური კონფესიის სასულიერო პირებიც შეუერთდნენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით სხვადასხვა რელიგიური კონფესიის­ სასულიერო პირებიც შეუერთდნენ.
სხვადასხვა რელიგიური თემის წარმომადგენლებს გაშლილი აქვთ ბანერი, წარწერით- „ერთად ნამდვილი მშვიდობისთვის“.
რუსთაველზე მყოფი აქციის მონაწილეები მათ ოვაციებითა და ტაშით შეხვდნენ.
ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები კვლავ ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.
შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები უკვე მეათე დღეა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ

ლევან ბეჟაშვილი – ადეკვატურობიდან გამომდინარე, მოინახება ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება, რათა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს – ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა