ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ვლადიმერ ტატიშვილმა თანამდებობა დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ვლადიმერ ტატიშვილმა თანამდებობა დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ვლადიმერ ტატიშვილმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.
„მე მინდა ბატონ ლადოს მადლობა გადავუხადო, ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ. ეს მისი გადაწყვეტილებაა. მართალი გითხრათ მოულოდნელი არ იყო, ნოემბერში ახალი არჩევნები იყო დანიშნული და როდესაც არჩევნები დაინიშნა, ალბათ მაშინ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ასევე, სამეურვეო საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ვლადიმერ ტატიშვილის პირველი მოადგილის, ეკატერინე შანიძეს დანიშვნას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.