არქივი19 აგვისტო, 2025, 14:51
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გადაგა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გადაგა.
ამის შესახებ საზმაუს დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
"შემოიტანა აჭარის ტელევიზიის დირექტორმა განცხადება გადადგომის შესახებ, ეს ცნობად უნდა მივიღოთ და დავაკმაყოფილოთ, ჩვენი გადაწყვეტილება არაფერ შუაში არ არის. რეგლამენტით ასეა, რომ მის ნაცვლად მოვალეობას შეასრულებს პირველი მოადგილე, ქალბატონი ეკატერინე შაინიძე [...] ნოემბერში ისედაც ახალი არჩევნები იყო დანიშნული და ალბათ, როცა დაინიშნა მიიღო ბატონმა ვლადიმერმა ეს გადაწყვეტილება", - თქვა მაღლაფერიძემ
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.