ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აჭარის ტელევიზიის დირექტორი გადადგა

აჭარის ტელევიზიის დირექტორი გადადგა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი გადადგა. ამის შესახებ გაირკვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომიდან, რომელზეც საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ წევრებს გააცნო ვლადიმერ ტატიშვილის წერილი.
ვლადიმერ ტატიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად სამწლიანი ვადით 2022 წლის 11 ნოემბერს აირჩიეს, მუშაობა კი 20 ნოემბერს დაიწყო. მან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება უფლებამოსილების ამოწურვამდე სამი თვით ადრე მიიღო.
აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას ვლადიმერ ტატიშვილის პირველი მოადგილე ეკატერინე შანიძე შეასრულებს.
მომავალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი წინმსწრებად, 13 აგვისტოს, გამოცხადდა - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, თუკი დირექტორს უფლებამოსილების ვადა ეწურება, კონკურსი ცხადდება „ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.