საზავო მოლაპარაკების შემდეგ ისრაელის დელეგაციამ დატოვა კაირო
ისრაელის დელეგაციამ დატოვა კაიროში გამაართული მოლაპარაკება პაუზის შესახებ ისრაელსა და ჰამასს შორის ომში - იუწყება ისრაელის და აშშ-ის მედია.
ისრაელის დაზვერვის ხელმძღვანელმა, დავიდ ბარნეამ ეგვიპტის დედაქალაქში შეხვედრა გამართა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, CIA-ის დირექტორთან, უილიამ ბერნსთან, კატარის შუამავლობით მიღწეული გეგმის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ღაზაში ომის დროებით შეწყვეტას.
მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ კატარის პრემიერ-მინისტრი და ეგვიპტის ოფიციალური პირები, შეხვედრა იყო ნაწილი მზარდი ძალისხმევისა ცეცხლი შეწყდეს მანამ, სანამ ისრაელი დაიწყებს სრულმასშტაბიან სახმელეთო ოპერაციას სამხრეთის ქალაქ რაფაჰში - რომელსაც თავს აფარებს ღაზის მოსახლეობის ნახევარზე მეტი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.