ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ ღაზასა და ლიბანში 31 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ ღაზასა და ლიბანში 31 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.
ისრაელის საჰაერო ძალების ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების 29 000-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში.
ლიბანში, ისრაელის საჰაერო ძალებმა „ჰეზბოლას“ 1 000-ზე მეტ პოზიციას დაარტყეს.
დასავლეთ სანაპიროზე, კონტრტერორისტული ოპერაციების დროს 30-მდე საჰაერო იერიში განხორციელდა.
ისრაელის საჰაერო ძალებმა სარაკეტო დარტყმები მოიერიშე თვითმფრინავების, საბრძოლო ვერტმფრენებისა და დრონების გამოყენებით განახორციელა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.