ისრაელის თავდასხმის შემდეგ, იზრდება შიში ღაზის მთავარი საავადმყოფოს გამო

17 თებერვალს გაძლიერდა შიში ღაზის ერთ-ერთ მთავარ საავადმყოფოში ჩარჩენილი ადამიანების გამო მას შემდეგ, რაც ისრაელის ჯარებმა იერიში მიიტანეს ამ ობიექტზე.
რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რამდენიმე პაციენტი დაიღუპა ჟანგბადის უკმარისობის გამო. სამინისტრომ, რომელსაც მართავს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილი ჰამასი – 16 თებერვალს, საღამოს, განაცხადა, რომ სულ მცირე, 120 პაციენტი და ხუთი სამედიცინო ბრიგადა წყლის, საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ნასერის საავადმყოფოში.
სამედიცინო დაწესებულება მდებარეობს ღაზის სამხრეთის მთავარ ქალაქ ხან-იუნისში. ბოლო დღეებში საავადმყოფოს გარშემო გაცხარებული ბრძოლები მძვინვარებდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა 15 თებერვალს განახორციელეს თავდასხმა ღაზის ყველაზე დიდ, მოქმედი საავადმყოფოზე.
ისრაელის სამხედროებმა ნასერას საავადმყოფოზე თავდასხმას შეაფასეს, როგორც “ზუსტი და შეზღუდული” და თქვეს, რომ ის ეყრდნობოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შენობაში ჰამასელები იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია