სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ

სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ
ფოტო: Kota Hamori
არსებობს ადგილი, სადაც ჩვენი გალაქტიკის დისკო თხელდება — იმდენადაც კი, რომ იქ უკვე ვარსკვლავები აღარ წარმოიქმნება. ზოგი ამას გალაქტიკის საზღვრების საუკეთესო განმარტებად მიიჩნევს. ასტრონომებმა ამ ადგილის საპოვნელად ვარსკვლავების ასაკი გამოიყენეს.
უნდა აღვნიშნოთ, რომ გალაქტიკებს ისეთი მკაცრი საზღვრები არ აქვს, როგორიც, მაგალითად, კუნძულს. იგი შეგვიძლია ღრუბელს შევადაროთ.
გალაქტიკის საზღვრის დასადგენად უმჯობესია ის ადგილი ვიპოვოთ, სადაც ვარსკვლავები აღარ წარმოიქმნება. ისინი უმეტესად გალაქტიკის ცენტრისკენ იბადება, საითაც აირი ყველაზე მკვრივია. მოგვიანებით მიზიდულობის ძალა გაფანტულ მატერიას ერთად უყრის თავს, რის შედეგადაც ვარსკვლავთა გროვების წარმოქმნა იწყება.
ეს ნიშნავს, რომ უფრო ხნიერ გალაქტიკებში (როგორიც, მაგალითად, ირმის ნახტომია) ვარსკვლავები თავიანთი წარმოქმნის ადგილის მიღმაც გადაადგილდება. ეს ხშირად სპირალური ტალღების გავლენით ან იმიტომ ხდება, რომ მათ ახლომდებარე ზეახალი დიდი სიჩქარით ტყორცნის შორს.
შესაბამისად, ირმის ნახტომსა და მსგავს გალაქტიკებში უფრო ძველი ვარსკვლავები გალაქტიკის ცენტრშია ხოლმე თავმოყრილი. რაც მეტად დავშორდებით ცენტრს, მით უფრო ბევრ ახალგაზრდა ვარსკვლავს ვიპოვით. საბოლოოდ იმ წერტილამდე მივალთ, სადაც მათი წარმოქმნის დისკო მთავრდება. ამის შემდეგ მხოლოდ ის ვარსკვლავებია, რომლებიც გალაქტიკის ცენტრთან ახლოს ჩამოყალიბდა და ამ ადგილას მოგვიანებით აღმოჩნდა. ამრიგად, ისინი ხშირად ძალიან დიდი ასაკისაა.
ახალი ნაშრომის ავტორებმა ვარსკვლავების ასაკთა განაწილების დიაგრამა შექმნეს, რითაც U-ს ფორმის კანონზომიერება წარმოიქმნა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც Gaia-ს მისიით სხვადასხვა ვარსკვლავის ზუსტი მდებარეობა გავიგეთ.
მკვლევრები მხოლოდ იმ ვარსკვლავებზე კონცენტრირდნენ, რომლებსაც სტაბილური, თითქმის წრიული ფორმის ორბიტა აქვს. სავარაუდოდ, ასეთი ვარსკვლავები დისკოში წარმოიქმნა და შორს გარკვეული დროის შემდეგ გადაადგილდა. ამ გზით მეცნიერებმა U-ს ფორმის კანონზომიერების ყველაზე ქვემოთ მდებარე წერტილი იპოვეს.
ნაშრომში წარმოდგენილი დიაგრამა.
ფოტო: University of Malta
გამოთვალეს, რომ ეს ვარსკვლავები ცენტრიდან დაახლოებით 36800-39600 სინათლის წლით არის დაშორებული. კვლევის ავტორებმა ჯერაც არ იციან, რატომ წყდება ვარსკვლავების წარმოქმნა ამ წერტილში, თანაც ამ რეგიონებში საკმაო რაოდენობის აირია. მიიჩნევა, რომ აირების ერთ არეალში თავმოყრას მიზიდულობა ან გალაქტიკის დისკოს სიმრუდე იწვევს. შეიძლება ეს განაპირობებდეს იმას, რომ ასეთ რეგიონებში მეტი ვარსკვლავი წარმოიქმნება, სხვებში კი — ნაკლები.
ამ ყველაფრის მიუხედავად, გალაქტიკის საზღვრების ჯეროვანი განმარტების შექმნა ურთულესი ამოცანაა, რასაც სრულყოფილად ვერც ეს კვლევა ართმევს თავს. ნაშრომი გამოცემაში Astronomy and Astrophysics გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს2608 ნახვა
ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მუცელში ჰომეროსის “ილიადის” ფრაგმენტი ედო467 ნახვა
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე “სამოქალაქო ომი” აღწერეს435 ნახვა
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს415 ნახვა
შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია397 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
Paleo
გამოავლინეს პრეისტორიული გიგანტური რვაფეხა, რომელიც 19 მეტრამდე იზრდებოდა
გამოავლინეს პრეისტორიული გიგანტური რვაფეხა, რომელიც 19 მეტრამდე იზრდებოდა
გადახედვა

უცნობმა დაჯგუფებამ Anthropic-ის “სახიფათო” მოდელში შეაღწია — რა ვიცით
უცნობმა დაჯგუფებამ Anthropic-ის “სახიფათო” მოდელში შეაღწია — რა ვიცით
გადახედვა
ადამიანი
მეცნიერებმა “ყველაზე მომაკვდინებელი” კიბოს ვაქცინა შექმნეს: პირველადი შედეგები იმედისმომცემია
მეცნიერებმა “ყველაზე მომაკვდინებელი” კიბოს ვაქცინა შექმნეს: პირველადი შედეგები იმედისმომცემია
გადახედვა
მეცნიერება
NASA მთვარეზე ცეცხლის დანთებას აპირებს — რა არის ექსპერიმენტის მიზანი
NASA მთვარეზე ცეცხლის დანთებას აპირებს — რა არის ექსპერიმენტის მიზანი
გადახედვა
Sci-Tech
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა

რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
გადახედვა
კოსმოსი
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
გადახედვა
ტექნიკა
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
გადახედვა
კოსმოსი
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
გადახედვა
Sci-Tech
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია