საბერძნეთში ტყის ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში ტყის ხანძარს, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
სახანძრო სამსახურების ცნობით, გარდაცვლილის ცხედარი ვრილისიის გარეუბანში, ერთ-ერთ დამწვარ შენობაში იპოვეს.
ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კვამლის შესუნთქვის შედეგად, 18 ადამიანი დაშავდა.
ცნობისთვის, საბერძნეთის დედაქალაქ ათენთან ახლოს ტყის ხანძარს მეხანძრეები უკვე მესამე დღეა ებრძვიან. ევროკავშირის ქვეყნებმა ბერძენ მეხანძრეებს დახმარება გუშინვე აღმოუჩინეს, მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა ევროკავშირს დახმარების თხოვნით მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს