ათენის გარეუბანში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ათენის გარეუბანში ტყის ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხანძრების შედეგად შექმნილი რთული სიტუაციის გამო ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 700-ზე მეტი მეხანძრე, 199 სახანძრო მანქანა და 35 თვითმფრინავია ჩართული.
ევროპულმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, საბერძნეთს დაეხმარონ. „ბიბისის“ ინფორმაციით, იტალია საბერძნეთს ორ თვითმფრინავს მიაწვდის, ხოლო საფრანგეთი და სერბეთი – თითო ვერტმფრენს. ესპანეთი, ჩეხეთი და რუმინეთი გააგზავნიან დამატებით მანქანებს, პერსონალსა და სხვადასხვა სახის დახმარებას. თურქეთი კი გეგმავს ორი თვითმფრინავისა და ვერტმფრენის გაგზავნას.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „დადგება საბერძნეთის გვერდით მაშინ, როცა ისინი გამანადგურებელ ხანძრებს ებრძვიან“.
ცნობისთვის, საბერძნეთში ტყის ხანძარი 11 აგვისტოს გაჩნდა. სტიქიასთან ბრძოლას გვალვა, ძლიერი ქარი და რელიეფი ართულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს