ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზუგდიდში, კორპუსის ბინაში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა

ზუგდიდში, კორპუსის ბინაში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა
ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
როგორც ცნობილია, სახლში კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ხანძარი ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე, ბინაში გაჩნდა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, – ინფორმაციას ,,ფორმულანიუსი” ავრცელებს…
კომენტარებიდან ირკვევა, რომ გარფაცვლილი ბავშვები ტყუპები იყვნენ.
,,ღმერთოო, სად გავექცე კივილის ხმებს არ ვიცი … “ბავშვებს წყალი შეასხით” ეს ხმები…რატომ? რატომ?”
,,აივანის სახელურს თუ რასაც ეძახიან ის სულ ჩამოიგრა იმ კვამლში ძლივს იპოვეს. გარეთ გამოვედი და ვხედავ, იწვის. იქით მივედი და გავიგე, რომ ტყუპები იყვნენ გარდაიცვალნენ და ჩახუტებულები იყვნენ” – წერენ ზუგდიდელები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.