არქივი10 მარტი, 2024, 20:37
საბერძნეთში, მედდად არალეგალურად მუშაობისთვის 6 ქართველი ქალი დააკავეს
საბერძნეთში, დააკავეს 6 ქართველი ქალი, რომლებიც მედდად არალეგალურად მუშაობდნენ. მათთან ერთად დაკავებულია ალბანეთის 2 და ყაზახეთის 1 მოქალაქეც.
ბერძნული მედიის ცნობით, მათ არ ჰქონდათ განათლების დამადასტურებელი დიპლომები, პროფესიული ლიცენზიები, ჯანმრთელობის ბუკლეტები, ასევე, არ იყვნენ რეგისტრირებული იმ საავადმყოფოს ექსკლუზიური ექთნების რეესტრში, სადაც მუშაობდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.