ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უფლებადამცველები: შარშან ირანში პოლიტიკური მიზეზებით დააკავეს 300-ზე მეტი ქალი

უფლებადამცველი ორგანიზაცია Hengaw აცხადებს, რომ შარშან ირანში პოლიტიკური ან იდეოლოგიური მიზეზებით დააკავეს 300-ზე მეტი ქალი, და მათგან 100-ზე მეტი კვლავ პატიმრობაშია სხვადასხვა ბრალდებით.
8 მარტს გავრცელებულ ანგარიშში Hengaw წერს, რომ 2023 წელს ირანის მასშტაბით დააკავეს სულ მცირე 325 ქალი - მათ შორის მინიმუმ 18 სტუდენტი, 17 ჟურნალისტი ან მედიის სფეროს აქტივისტი, 10 მხატვარი და მსახიობი და შვიდი მასწავლებელი.
ანგარიშის თანახმად, სულ მცირე 147 ქალი დაექვემდებარა გასამართლებას ირანის სასამართლო სისტემაში. განაჩენები მოიცავდა პატიმრობას, გაროზგვას და, სულ მცირე ერთ შემთხვევაში, სიკვდილით დასჯას.
ამავე, ქალთა საერთაშორისო დღეს უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, HRANA-მა, გამოაქვეყნა სახელები 113 ქალისა, რომლებიც მათი მოსაზრებების გამო იმყოფებიან პატიმრობაში. მათთვის წაყენებული ბრალდებები ძირითადად მოიცავს "სისტემის საწინააღმდეგო პროპაგანდას", "თავშეყრას", "დედამიწაზე გახრწნილობის დამკვიდრებას" და "ჯაშუშობას".

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.