ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საბერძენთში 6 ქართველი მედდა დააკავეს – რა მოხდა 2 კლინიკაში და რას წერს ადგილობრივი მედია ქართველ ქალებზე?

საბერძნეთში, ატიკას ორ საავადმყოფოში, მედდად არალეგალურად მუშაობისთვის 6 ქართველი ქალი დააკავეს – ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს და წერს, რომ ჯამში, ამ ბრალდებით, 10 ქალია დაკავებული, მათ შორის ორი ალბანელი, ერთი ყაზახი და კიდევ ერთი ბერძენი. მათგან შვიდი საბერძნეთში არალეგალურად ცხოვრობდა.
მედიის ცნობით, მათ არ ჰქონდათ განათლების დამადასტურებელი დიპლომები, პროფესიული ლიცენზიები, ჯანმრთელობის ბუკლეტები, ასევე, არ იყვნენ რეგისტრირებული იმ საავადმყოფოს ექსკლუზიური ექთნების რეესტრში, სადაც მუშაობდნენ.
დაკავებულები მათ წინააღმდეგ წარდგენილი საქმეებით პროკურატურაში გადაიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.