ერთა ლიგის А დივიზიონის მეორე ჯგუფში მეორე ტური ჩატარდა.
საბერძნეთმა სტუმრად გერმანიას 1:0 მოუგო, ნიდერლანდებმა კი გასვლაზე სერბეთს 2:1.
ჯგუფში 6 ქულით ლიდერი საბერძნეთია, მეორეზე 4 ქულით ნიდერლანდები, კლოპის გერმანია 1 ქულით მესამეზეა, ხოლო სერბეთი უქულოდაა.
აუგსბურგი. „WWK არენა“
გერმანია – საბერძნეთი 0:1
გოლი: კურბელისი (74)
ბელგრადი. „რაიკო მიტიჩი“
სერბეთი – ნიდერლანდები 1:2
გოლები: 0:1 მერდინკი (30, პენ), 1:1 იოვიჩი (46), 1:2 მერდინკი (69)
ამ ჯგუფში მომდევნო ტური 1-ელ ოქტომბერს გაიმართება – გერმანია სერბეთს, საბერძნეთი კი ნიდერლანდებს უმასპინძლებს.

