კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო – ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია

ერთა ლიგის А დივიზიონის მეორე ჯგუფში მესამე ტური ჩატარდა.
გერმანიამ კლოპის ხელმძღვანელობით პირველი გამარჯვება მოიპოვა – საკუთარ მოედანზე სერბეთი 2:0 დაამარცხა. საბერძნეთი სახლში ნიდერლანდებს 2:0-ს უგებდა, მაგრამ სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და ფრეს მიაღწიეს.
ჯგუფში 7 ქულით ლიდერი საბერძნეთია, მეორე ადგილზე 5 ქულით ნიდერლანდებია, მესამეზე 4 ქულით გერმანიაა, სერბეთი კი უქულოდაა.
მიუნხენი. „ალიანც არენა“
გერმანია – სერბეთი 2:0
გოლები: 1:0 ბიშოფი (39), 2:0 ვირცი (61)
სალონიკი. „ტუმბა“
საბერძნეთი – ნიდერლანდები 2:2
გოლები: 1:0 იოანიდისი (23), 2:0 მასურასი (45+2), 2:1 ვან დეიკი (59), 2:2 რეინდერსი (89)
ამ ჯგუფში მომდევნო ტური 4 ოქტომბერს გაიმართება – საბერძნეთი გერმანიას, ხოლო ნიდერლანდები კი სერბეთს უმასპინძლებს.