ერთა ლიგის А დივიზიონის მესამე ჯგუფში მეორე ტური ჩატარდა.
ესპანეთმა საკუთარ მოედანზე ხორვატია 4:1 დაამარცხა. იამალმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე ამ სეზონში კლუბსა და ნაკრებში 18 მატჩში 11 გოლი და 7 საგოლე პასია.
ინგლისმა სტუმრად 2:0 მოუგო ჩეხეთს, რომელიც ნახევარმცველ შულცის გაძევების გამო 25-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.
ჯგუფში 6 ქულით ლიდერი ესპანეთია, 3 ქულით მეორე ადგილზე ინგლისია, ამდენივე ქულით მესამეზე ხორვატიაა, ჩეხეთი კი უქულოდაა.
სევილია. „სანჩეს პისხუანი“
ესპანეთი – ხორვატია 3:1
გოლები: 1:0 იამალი (2), 1:1 ბელიო (28), 2:1 პუბილი (31), 3:1 იამალი (63), 4:1 ვილიამსი (89)
პრაღა „ფორტუნა არენა“
ჩეხეთი – ინგლისი 0:2
გოლები: 0:1 გორდონი (47), 0:2 კეინი (69)
გაძევება: შულცი (25, ჩეხეთი)
ჯგუფში მესამე ტური 3 ოქტომბერს გაიმართება – ესპანეთი ჩეხეთს, ხორვატია კი ინგლისს უმასპინძლებს.
