საბერძნეთი აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილ წითელი ზღვის საზღვაო კოალიციას შეუერთდება
საბერძნეთი აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილ წითელი ზღვის საზღვაო კოალიციას შეუერთდება, - ამის შესახებ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა განაცხადა.
„ფრეგატი სავაჭრო გემების, მეზღვაურების სიცოცხლის და გლობალური ეკონომიკის დასაცავად მრავალეროვნულ ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს“, - განაცხადა ნიკოს დენდიასმა.
ბერძნული ფლოტის ფრეგატი წითელი ზღვის სამუშაო ჯგუფს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის ბრძანებით შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, აშშ-მა, ჰუსიტების გაძლიერებული თავდასხმების შედეგად, წითელ ზღვაში მრავალეროვნული საზღვაო ოპერაცია შექმნა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.