ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - რუსეთი აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილ წითელი ზღვის სამუშაო ჯგუფს არ შეუერთდება

რუსეთი აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილ წითელი ზღვის სამუშაო ჯგუფს არ შეუერთდება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ ოპერაციაში არ ვმონაწილეობთ“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
აშშ-მა ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ წითელ ზღვაში ახალი მრავალეროვნული სამუშაო ჯგუფი შექმნა.
საზღვაო ალიანსში სულ ათი სახელმწიფო ერთიანდება: ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.